ადვოკატთა ასოციაციაში ამოქმედდა უახლოეს წარსულში სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვემდებარებულ (რეპრესირებულ) ადვოკატთა რეაბილიტაციის დროებითი კომისია.
კომისია უფლებამოსილია განიხილოს 2005-2012 წლებში სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვემდებარებული (რეპრესირებული) ასოციაციის წევრი ადვოკატების და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად მიჩნეულ იმ მსჯავრდებულთა საქმეები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გამოუყენებიათ საქმის გადასინჯვის უფლება სასამართლოსადმი მიმართვის გზით.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ განცხადება, შემდეგი წესით:
1. განცხადება შედგენილი უნდა იქნეს ნაბეჭდი სახით და რეკომენდირებულია, მოცულობით არ აღემატებოდეს 10 გვერდს;
2. მითითებული უნდა იყოს განცხადების შემტანი პირის სახელი და გვარი, მისამართი, საკონტაქტო ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
3. სადავო გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო და მისი გამოტანის თარიღი. თუ საქმეზე მიღებულია რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილება, სასამართლო გადაწყვეტილებები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით;
4. განმცხადებლის პოზიციის დამადასტურებელი არგუმენტები და სხვა მტკიცებულებანი.
განცხადებათა დასაშვებობის კრიტერიუმების თაობაზე გთხოვთ დამატებით იხილოთ შემდეგ ბმულზე: (http://gba.ge/uploads/files/reestri/reglamenti.pdf)
განცხადებების მიღება წარმოებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, რეპრესირებულ ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისიის სამდივნოში (მის. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების #36), ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00 საათიდან _ 16:00 საათამდე.
კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე 5(68)400099, ან მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: k.kvaghinidze@gba.ge